ევროპის “ციფრული კომპასი” – უფრო ძლიერი ევროპა 2030 წლისთვის

2030 წლისთვის ევროპის ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით განსახორციელებლად ევროკომისიამ ხედვა და მიზნები წარადგინ „ციფრული კომპასის“ ინიციატივის ფორმატით. “ციფრული კომპასის” ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკა ორიენტირებულია მოსახლეობის გაძლიერებაზე, მდგრად და კიდევ უფრო წარმატებულ ციფრული მომავლის უზრუნველყოფაზე, აღნიშნული კუთხით მსოფლიოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ციფრული მიმართულებით ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტებისადმი შესაბამისობასა და მათთან დაახლოებაზე.

ევროპის „ციფრული კომპასი“ ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს:

1) ციფრული უნარებისა და მაღალი ციფრული კვალიფიკაციის მქონე მოქალაქეები და პროფესიონალები: 2030 წლისთვის, ახალგაზრდების მინიმუმ 80%-ს უნდა ჰქონდეს საბაზისო ციფრული უნარები; ევროკავშირის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უნდა იყოს 20 მილიონი სპეციალისტი – ამასთან, მსგავს სამუშაოზე უნდა დასაქმდეს მეტი ქალი.
2) საიმედო და მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა: 2030 წლამდე ევროკავშირში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს გიგაბიტური კავშირი და ყველა დასახლებულ ტერიტორიაზე უნდა იყოს 5G დაფარვა; თანამედროვე და მდგრადი ნახევარგამტარების წარმოება ევროპაში მსოფლიო წარმოების 20% უნდა შეადგენდეს; ევროკავშირში განთავსებული უნდა იყოს 10,000 კლიმატ-ნეიტრალური ძალზე კარგად დაცული ზღვრული კვანძი; და ევროპას უნდა ჰქონდეს პირველი საკუთარი კვანტური კომპიუტერი.
3) ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია: 2030 წლამდე ოთხიდან სამი კომპანია უნდა იყენებდეს „ქლაუდ“ გამოთვლით სერვისებს, დიდ მონაცემებს და ხელოვნურ ინტელექტს; მცირე და საშუალო საწარმოების 90%-ზე მეტმა უნდა მიაღწიოს ციფრული ინტენსივობის, მინიმუმ, ბაზისურ დონეს; და ევროკავშირში ორჯერ უნდა გაიზარდოს იმ სტარტაპების რაოდენობა, რომელთა საბაზრო ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
4) სახელმწიფო სერვისების ციფრული გარდაქმნა: 2030 წლისთვის ყველა სახელმწიფო სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ონლაინ; ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი ელექტრონული სამედიცინო ბარათი; და მოქალაქეთა 80% უნდა იყენებდეს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.

სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის EU4Digital საშუალებით.

მეტი ინფორმაციისთვის:
ევროპის ციფრული ათწლეული: ევროკომისიის კურსი უფრო ძლიერი ციფრული ევროპისკენ 2030 წლისთვის
ევროპის ციფრული ათწლეული – კითხვა-პასუხი