ევროპული მწვანე შეთანხმება
დღეს მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური სიტუაცია და კლიმატის ცვლილება სერიოზული საფრთხის შემცველია სრულიად პლანეტისთვის. ამ გამოწვევის დასაძლევად, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც დაეხმარება ევროკავშირს გახდეს თანამედროვე, რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე დაფუძნებული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, სადაც:
- 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა
- ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე
- არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა
უფრო კონკრეტულად, ევროპული მწვანე შეთანხმება არის ის გეგმა, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკას უფრო მდგრადს გახდის. ამის განხორციელება შესაძლებელია კლიმატისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესაძლებლობად გადაქცევისა და ამ გარდამავალი ეტაპის სამართლიანობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარების გზით.
ევროკავშირის მიზნი, რომ 2050 წლისთვის გახდეს კლიმატ-ნეიტრალური მიიღწევა შესაბამისი ქმედებების შედეგად, ეკონომიკის ყველა სექტორის ჩართულობით:
- ინვესტირება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში
- ინდუსტრიის მხარდაჭერა ინოვაციების წახალისების მიზნით
- კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო სუფთა, იაფი და ჯანსაღი ფორმების დანერგვა
- შენობების მეტი ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა
- საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით
ევროკავშირი უზრუნველყოფს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მათთვის, ვისთვისაც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი ყველაზე რთული აღმოჩნდება და ხელს შეუწყობს შესაბამისი რეგიონებისთვის, სულ მცირე, 100 მილიარდი ევროს მობილიზებას 2021-2027 წლების პერიოდში.