ევროპული სამშვიდობო ინიციატივა

ახალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მიზანიცაა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, მთელ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების ხელშეწყობა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოყოფილია 5 მილიარდი ევრო 2021-2027 წლებისთვის.
ევროპული სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდება სამხედრო და თავდაცვის კუთხით ანხორციელებული საგარეო ქმედებები. აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირს მიეცემა საშუალება დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს სამხედრო, სამშვიდობო მისიებში.
ევროპული სამშვიდობო ინიციატივით მოხდება კონფლიქტის თავიდან აცილება, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება.
ასევე, პარტნიორი ქვეყნების, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერება რომ მხარი დაუჭირონ მსგავს ქმედებებს.
ევროპული სამშვიდობო ინიციატივა იმოქმედებს მისიების მეშვეობით მასპინძელ ქვეყნებში და დახმარებას გაუწევს შემდეგი მიმართულებებით:
- სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობა
- ინფრასტრუქტურა
- ტექნიკური დახმარება