ევროკავშირი საქართველოსთვის

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს გასცემს გრანტების სახით საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად. ეს დახმარება ძირითადად მიმართულია ეკონომიკური განვითარებისა და განათლების, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ადამიანებს შორის კონტაქტის განმტკიცებისკენ. დახმარება გაიცემა როგორც მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილი გრანტების სახით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ევროკავშირი საქართველოსთვის.