ჰორიზონტი 2020 (Horizon 2020)
ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.
პროგრამა მხარს უჭერს გლობალური გამოწვევების საპსახუოდ ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებასკვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირიდან და ასოცირებული ქვეყნებიდან იურიდიულ პირებს.
2021 წლის 7 დეკემბერს ევროკომისარმ მარია გაბრიელმ და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციისა პროგრამასთან, „ჰორიზონტი ევროპა“ (2021-2027), ასოცირების სტატუსს ანიჭებს.
შეთანხმება ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან და ძალაში რჩება „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ყველა პროექტის, ქმედების, აქტივობებისა და მათი კომპონენტების დასრულებამდე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეთანხმებაზე ხელმოწერით იღებს ვალდებულებას ევროპული კვლევითი სივრცის პრინციპების დანერგვასა და დაცვაზე. ასევე, მას ეკისრება ფინანსური ვალდებულება პროგრამაში მონაწილეობისათვის. ასოცირების შედეგად ქართველ მკვლევრებს, ნოვატორებს და კვლევით ორგანიზაციებს შეუძლიათ ევროკავშირის 95.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროგრამაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან თანაბარი სტატუსით მიიღონ მონაწილეობა.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე.