შემოქმედებითი ევროპა (Creative Europe)

შემოქმედებითი ევროპა ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურისა და და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიქმნა. შემოქმედებითი ევროპა მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას, ეკონომიკურ წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

2021-2027 წლებზე გათვლილი 1,85 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს უჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოში შემოქმედებითი ევროპის დესქს და შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდს

ან დაუკავშირდეთ საქართველოს Creative Europe Desk-ის წარმომადგენელს:
ქეთევან შენგელია – ketevan@creativeeurope.ge