ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ – კონფლიქტები, ეკონომიკური სტაგნაცია, კორუფცია და უმოქმედო სახელმწიფო ინსტიტუტები – იმ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად მაინც უსაფრთხოების საკითხი რჩებოდა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ზოგმა კვლავ მოსკოვის ორბიტაზე ამჯობინა დარჩენა, ზოგიერთმა კი დასავლეთის მიმართულებით განაგრძო განვითარება. აღნიშნული რესპუბლიკებიდან დღეისათვის დასავლური სამყაროს ნაწილი მხოლოდ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გახდნენ. შესაბამისად, დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა მაგალითი საყურადღებო და იმედისმომცემია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ – კონფლიქტები, ეკონომიკური სტაგნაცია, კორუფცია და უმოქმედო სახელმწიფო ინსტიტუტები – იმ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად მაინც უსაფრთხოების საკითხი რჩებოდა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ზოგმა კვლავ მოსკოვის ორბიტაზე ამჯობინა დარჩენა, ზოგიერთმა კი დასავლეთის მიმართულებით განაგრძო განვითარება. აღნიშნული რესპუბლიკებიდან დღეისათვის დასავლური სამყაროს ნაწილი მხოლოდ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გახდნენ. შესაბამისად, დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა მაგალითი საყურადღებო და იმედისმომცემია.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველომ დასავლური კურსი აირჩია, გამოთქვა რა სურვილი, ეთანამშრომლა ევროკავშირსა და ჩრდილოატლან ტიკურ ალიანსთან, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ტერიტორიულმა კონფლიქტებმა და სამოქალაქო ომმა შეაფერხა საქართველოს დასავლური განვითარება, შედეგად საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ისე სწრაფად ვერ წარიმართა, როგორც ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში.
საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზანია უსაფრთხო, დემოკრატიული და სტაბილური გარემოს შექმნა. აღნიშნულის მისაღწევად დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია განისაზღვრა.

ნატო-საქართველოს ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC – North Atlantic Cooperation Council), რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC – Euro-Atlantic Partnership Council). თანამშრომლობა გაფართოვდა 1994 წელს, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PfP – Partnership for Peace) პროგრამასთან მიერთებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად გაახმაურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი.

2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP – Individual Partnership Action Plan) ეს გულისხმობდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო. მართალია, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა ალიანსში გაწევრიანების მექანიზმს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატების თვალ საზრისით, IPAP-ის ფარგლებში ალიანსთან თანამშრომლობა დიდ მნიშვნელობას იძენდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა რეფორმების გატარებას მთელ რიგ სფეროებში და მოითხოვდა საქართველოს მთავრობის ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევას მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის. IPAP-ის შესრულების ყოველწლიური შეფასება ნატოს საერთაშორისო სამსახურს ევალებოდა. 2004-2008 წლებში სულ 5 შეფასება მივიღეთ (4 ოფიციალური და 1 არაოფიციალური). ყველა მათგანი პოზიტიური იყო. საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, 2006 წლის 21 სექტემბრიდან ალიანსმა დაიწყო საქართველოსთან თანამშრომლობა გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის (ID – Intensified Dialogue on Membership Issues) ფარგლებში.
ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმს და მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც დაეხმარებოდა საქართველოს, უკეთ გასცნობოდა ალიანსში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმებს. ID-ის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერების, განათლებისა და სხვა საკითხებზე.

მოგვიანებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე (2-4 აპრილს) ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება, შეფასდეს ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და მნიშვნელოვან გზავნილად ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს მთელი რიგი სფეროების რეაბილიტაციაში დასახმარებლად და მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC – NATO-Georgia Commission) შექმნის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისა და დახმარების პროცესის ზედამხედველობისთვის. ამავე წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC – North Atlantic Council) საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგად (2008 წლის 15-17 სექტემბერი) ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს, ხოლო დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკის პრაქტიკიდან გამომდინარე, წლიურ ეროვნულ პროგრამას ახორციელდება მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში (Membership Action Plan) ჩართული ქვეყნების მიერ, აქედან გამომდინარე, საქართველოს მაგალითი უპრეცედენტოა. წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება ხელს უწყობს ქვეყნის ნატოს სტანდარ ტებთან მაქსიმალურად დაახლოებას. ამჟამად საქართველო ასრულებს წლიური ეროვნული პროგრამის XI ციკლს (2020 წლის მდგომარეობით). უნდა აღინიშნოს, რომ ANP-ის ყველა შეფასება, რომელიც ყოველწლიურია და ალიანსი ზედმიწევნით ყურადღებით ახორციელებს, პოზიტიური იყო.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის სექტემბერში გამართული პირველი ვიზიტის შემდგომ, შედგა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 4 ვიზიტი – 2011, 2013, 2016 და 2019 წლებში, რაც საქართველოს მიმართ ალიანსის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დადასტურებაა.

მოგვიანებით, 2011 წლის 7 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის შედეგად საქართველო მოხსენიებულ იქნა ასპირანტ ქვეყნად მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია 2012 წელს ჩიკაგოს სამიტზე ქართული მხარის მონაწილეობა ყველა შეხვედრაში (გარდა უშუალოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა). ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა: მოხდა საქართველოს დაჯგუფება ასპირანტ ქვეყნებთან, ანუ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან, ვისაც წევრობის აშკარა პერსპექტივები აქვთ. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს, ზოგადად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთან არსებითი პაკეტის შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადება. არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მონაწილეობდა ნატო-ს ყველა წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა – შვედეთი, ფინეთი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP) დაამტკიცეს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). JTEC არის ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს თავდაცვითი ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობენ არამარტო საქართველოსა და ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ ნატო-ს პარტნიორებიც.

არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School-DIB), რომელიც 2016 წელს დაფუძნდა. მის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.
2016 წელს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში ნატოს დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ. გაძლიერდა ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტი და მიღებულიქნა ახალი ინიციატივები. სამიტზე გადაწყდა, რომ ნატო აქტიურად დაიწყებს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველო იქნება ჩართული ამ პროცესში და მიიღებს მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დიალოგში.

ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტი – არის პირველი შემთხევა, როცა წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები უმაღლეს დონეზე შეიკრიბნენ კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა, ვინაიდან არის პირველი დეკლარაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში სახელმწიფო მეთაურთა დონეზე (წარსულში გვქონდა ერთობლივი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე).

სამიტზე საქართველომ მიიღო კონკრეტული და მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ერთობლივი ქმედებების კუთხით, რაც წარმოადგენს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ მიმართულებას.

აღსანიშნავია, დასკვნით დოკუმენტში საქართველოს მიმართ ალიანსის მიერ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, კერძოდ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს და დაეხმაროს ალიანსში გასაწევრიანებლად.

მოგვიანებით, 2019 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოში, ქ. ბათუმში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის ხელმძღვანელობით, რიგით მეხუთე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ვიზიტის ფარგლებში ისინი ბათუმის პორტს ეწვივნენ, სადაც ხომალდები “დიოსკურია” და „ოჩამჩირე“ მოინახულეს და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP) დაამტკიცეს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

2022 წლის 28-30 ივნისს, ქ. მადრიდში გამართულ ნატო-ს წევრ სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე კი დამტკიცდა „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“. დოკუმენტი შეიცავს საქართველო თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების და ამ პროცესში ნატო-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.

განვლილი წლების მანძილზე საქართველომ დაადასტურა, რომ ალიანსის ქმედითუნარიანი, ღირებული, საიმედო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა. ფართოდაა აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების გატარების, თავდაცვითი ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით, და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილით.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});