მისია კოსოვოში

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოს პირველივე სამშვიდობო მისიაში – „კოსოვოს ძალები“ (KFOR), 1999 წლის 31 აგვისტოს ჩაერთო. მისია კოსოვოში საომარი მოქმედებების განახლების აღკვეთას, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და კოსოვოში გაერო-ს დროებითი ადმინისტრაციული მისიის მუშაობის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები KFOR-ს, თავდაპირველად, ქალაქ მამუშაში, თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქვეითი ოცეულით შეუერთდნენ, ხოლო 2003 წლის მაისიდან, მისიას ქალაქ პრიზრენში, გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქართული გაძლიერებული ასეული დაემატა.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა კოსოვოში მისია, 2008 წელს, უდანაკარგოდ, ოცეულის 17 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა.