კიბერ-თავდაცვა
ალიანსის უსაფრთხოებისთვის კიბერ საფრთხეები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება, კომპლექსურად რთული, იძულებითი და დესტრუქციულია. ნატო გააგრძელებს მზარდი და ცვალებადი კიბერ საფრთხეების შემცველ გარემოსთან ადაპტირებას. ალიანსი და მისი მოკავშირეები ეყრდნობიან ძლიერ და მდგრად კიბერ თავდაცვის პოლიტიკას ალიანსის ძირითადი ამოცანების, კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვისა და კოოპერატიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ალიანსი მზად უნდა იყოს, რომ დაიცვას თავისი ქსელები და ოპერაციები მზარდი კიბერ საფრთხეებისა და თავდასხმებისგან.
- კიბერ-თავდაცვა ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ძირითადი ამოცანის ნაწილია;
- კიბერ თავდაცვის სფეროში ნატოს მთავარი ამოცანაა საკუთარი ქსელების დაცვა (ოპერაციებისა და მისიების ჩათვლით) და ალიანსის მასშტაბით მედეგობის გაძლიერება;
- 2016 წლის ივლისში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს თავდაცვითი მანდატი და კიბერსივრცე აღიარეს როგორც ოპერაციების სფერო, რომელშიც ნატომ თავი ისე ეფექტურად უნდა დაიცვას, როგორც ამას ახორციელებს ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე;
- 2016 წლის ივლისში, კიბერ თავდაცვის, როგორც პრიორიტეტული საკითხის, გასაძლიერებლად ნატომ ასევე დაამტიცა კიბერთავდაცვის განაცხადი (Cyber Defence Pledge). მას შემდეგ ნატოს ყველა მოკავშირე ქვეყანამ ინდივიდუალურად განაახლა კიბერუსაფრთხოების სისტემები;
- ნატო აძლიერებს მის შესაძლებლობებს კიბერ განათლების, ტრენინგებისა და სწავლებების მიმართულებით;
- მოკავშირეები ვალდებულებას იღებენ კიბერ შეტევების თავიდან ასარიდებლად, მათ შესამსუბუქებლად და შეტევების შედეგად აღსაღდგენად გააძლიერონ ინფორმაციის გაზიარებისა და ურთიერთდახმარების მიმართულებები;
- ნატოს კიბერ სწრაფი რეაგირების ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან მოკავშირეების დასახმარებლად, მოთხოვნისა და მისი დამტკიცების შემთხვევაში;
- 2018 წელს ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ ნატოს გაძლიერებული სარდლობის სტრუქტურის ფარგლებში ახალი კიბერსივრცის ოპერაციების ცენტრის შექმნის თაობაზე. ალიანისის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ ნატოს შეუძლია გამოიყენოს ეროვნული კიბერ შესაძლებლობები მისი მისიებისა და ოპერაციებისათვის;
- 2019 წლის თებერვალში, მოკავშირეებმა მოიწონეს ნატო-ს სახელმძღვანელო რომელიც განსაზღვრავდა ინსტრუმენტების ერთობლიობას სამომავლოდ ნატო-ს შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშნელოვანი მავნე კიბერ აქტივობების საპასუხოდ;
• ნატო და ევროკავშირი თანამშრომლობენ ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის ტექნიკური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი მოეწერა 2016 წლის თებერვალში. საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო და ევროკავშირი აძლიერებენ თანამშრომლობას კიბერ თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით, ინფორმაციის გაცვლის, ტრენინგების, კვლევისა და სწავლებების მიმართულებებით; - ნატო აცნობიერებს, რომ მისი მოკავშირეები სარგებელს მიიღებენ ნორმებზე დაფუძნებულ, პროგნოზირებად და უსაფრთხო კიბერსივრცეში;
- 2021 წელს ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს კიბერ თავდაცვის ახალ ყოვლისმომცველ პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერს ნატოს ძირითად ამოცანებს და საერთო შეკავებისა და თავდაცვის ხედვას ალიანსის მედეგობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.