ნატო 2030
ნატო 2030 – ძლიერი ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერება „რადგან მსოფლიო იცვლება, ნატოც გააგრძელებებს ცვლილებებს“ – ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2019 წლის დეკემბერში, ნატოს ლიდერებმა თხოვნით მიმართეს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რომ მას შეემუშავებინა ნატოს განმტკიცების სამომავლო გეგმა. ნატო 2030-მა შეკრიბა ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების პარლამენტარები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სექტორის ექსპერტები და ახალგაზრდები, რათა მხარი დაეჭირათ ნატო-ს გენერალური მდივნის შემუშავებული გეგმისთვის და ემსჯელათ თუ როგორ გაეხადათ ნატო კიდევ უფრო ძლიერი ალიანსი.
2020 წლის ივნისში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეიმუშავა პრიორიტეტები ნატო 2030-სთვის, რომლებიც ემსახურება ნატო-ს, როგორც სამხედრო ძალის განმტკიცებას, ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერებას პოლიტიკური თვალსაზრისით და უსაფრთხოებისთვის უფრო გლობალური მიდგომების შემუშავებას.
ეს პრიორიტეტები მოიცავს 9 მიმართულებას:
- პოლიტიკური კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გაღრმავება წევრ ქვეყნებს შორის
- თავდაცვის გაძლიერება
- მედეგობის გაზრდა
- ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება
- წესების დაცვით საერთაშორისო წესრიგის დამყარება
- წვრთნების გაზრდა და შესაძლებლობების განვითარება
- კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და გამოწვევებთან გამკლავება
- ნატოს შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება
- ნატოში ინვესტირება