ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში (NLO)
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში (NLO) ოფიციალურად 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. NLO წარმოადგენს ნატო-ს საქართველოში და ხელს უწყობს პოლიტიკურ/სამხედრო დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას გახდეს ალიანსის წევრი. ასევე, მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს მთავრობას შორის ყოველწლიური ეროვნული გეგმით (ANP) გაწერილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებისთვის.
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ძირითადი ამოცანებია:
- მისცეს რჩევები და დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სამოქალაქო და სამხედრო რეფორმების გატარებაში, რომელიც საჭიროა ნატო-ში ინტეგრაციისთვის.
- მისცეს რჩევები საქართველოს და ნატო-ს ხელმძღვანელობას თანამშრომლობის პროგრამებისა და საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.
- უზრუნველყოს ურთიერთკავშირი საქართველოს, ნატო-ს, მოკავშირეთა და პარტნიორ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავების მიზნით, ნატო-სა და საქართველოს საერთო მიზნის მისაღწევად, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.
- ნატო-ს და მოკავშირე წევრების ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების, ღონისძიებებისა და ვიზიტების ხელშეწყობა.