ნატო-ს როლი დარფურში (აფრიკა, სუდანის რესპუბლიკა)
2005 წელს აფრიკის კავშირმა გაზარდა თავისი სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც დარფურში (სუდანი) განლაგებულია. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა რეგიონში ძალადობის შეწყვეტას. 2005 წლის 26 აპრილს, აფრიკის კავშირის (AFRICAN UNION, AU) თავმჯდომარემ ლოგისტიკის საკითხებში გაფართოებული სამშვიდობო მისიისთვის პრაქტიკული დახმარების თხოვნით ნატო-ს გენერალურ მდივანს მიმართა. ევროკავშირთან, აფრიკის კავშირსა და გაეროსთან კონსულტაციების შემდეგ ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ აფრიკის კავშირის თხოვნა დააკმაყოფილა. 2005 წლის ივნისში ნატომ ოფიციალურად გამოაცხადა მზადყოფნა, დახმარება აღმოეჩინა დარფურში მოქმედი სამშვიდობო მისიისთვის სტრატეგიული გადაადგილების, მისიის პერსონალის სწავლებისა და სამოქალაქო პოლ იციელების გადაადგილების საკითხებში. 2005 წლის ივლისიდან 2006 წლის თებერვლამდე მოხდა აფრიკის კავშირის სამშვიდობო მისიის 24 000 მოსამსახურის საჰაერო ტრანსპორტირება. ამასთანავე, ნატო უზრუნველყოფდა აფრიკის კავშირის ოფიცერთა სწავლებას მრავალეროვნული სამხედრო შტაბებისა და ინფორმაციის ეფექტიანი მართვის საკითხებში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, რომელიც მხარს უჭერს აფრიკის კავშირის სამშვიდობო ოპერაციას.