ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 23, 2021

23.04.21 – ქვემო ქართლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატოს ძირითადი პრინციპები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე, მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.