აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 11, 2022
11.10.22 – აბაშა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის იურიდიული პირებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა დავით უჩაძემ ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებსა და ამ მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.