აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 4, 2021
04.08.21 – აბაშა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.