აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 24, 2021
24.11.21 – აბაშა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საუბრისას კი – აქცენტი გაკეთდა დადგენილ წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.