აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 9, 2021

09.06.21 – სოფელი ქოლობნი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროგრამა ERASMUS+ შესაძლებლობებზე განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ ხელშესახებ სარგებელს, რასაც საქართველო იღებს ევროინტეგრაციის პროცესში. მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.