აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 22, 2023

22.06.23 – აბაშა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციას, ღია კარის პოლიტიკასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს.
შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, მათ შორის ა(ა)იპ-ებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.