აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 30, 2024
30.04.24 – სოფელი ტყვირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკასა და ინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ნატოს გაფართოების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.