აბაშის სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 26, 2023
26.09.23 – აბაშა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ჩართულობით, აბაშის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ საქართველო-ევროკავშრის თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფოთის ოფისის წარმომადგენელმა ნანა წულაიამ ახალგაზრდებს, უსაფრთხო მიგრაციის, ევროპის ქვეყნებში ლეგალურად სწავლისა და მუშაობის, სამოგზაურო რეგულაციებისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.