აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან სემინარი ჩატარდა
ივნისი 22, 2023
22.06.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩატარდა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.