აჭარის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის აქტიური პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
დეკემბერი 14, 2023
14.12.23 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის აჭარის რეგიონში განმახორციელებელ ორგანიზაციასთან BEDEC თანამშრომლობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის აქტიური პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე ონლაინ სემინარი გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს მედიაწიგნიერების ძირითად პრინციპებზე, მისი გამოყენების ინსტრუმენტებსა და ციფრულ სამყაროში დეზინფორმაციასთან გამკლავების სხვადასხვა ეფექტურ მეთოდებსა და ხერხებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის მსგავსი შეხვედრების მიზნობრიობას. ყურადღება გამახვილდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სარგებელზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ორგანიზაციის BEDEC წარმომადგენელმა, მარიამ ტარიელაძემ კი აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ჯგუფთან დისკუსიების გააქტიურებაზე, მათი სწორად ინფორმირებისა და მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.