აჭარის რეგიონის სტუდენტებთან სემინარი ჩატარდა

იანვარი 29, 2024

29.01.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ნატოს და ევროკავშირის შექმნის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის ძირითადი მიზნები და პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას, მოლაპარაკებების თავების გახსნის საპასუხისმგებლო ეტაპებს და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.