აჭარის რეგიონში მიმდინარე პიროვნული განვითარების და რბილი უნარების გაძლიერების პროგრამის მონაწილეებისთვის შეხვედრა გაიმართა
ივლისი 1, 2024
01.07.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აჭარის რეგიონში მიმდინარე პიროვნული განვითარების და რბილი უნარების გაძლიერების პროგრამის მონაწილეებისთვის დეზინფორმაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, პროექტის ,,საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობის გაზრდისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ წარმომადგენლებს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივებისა და ადგილობრივი საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდასთან გამკლავების მეთოდებსა და საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციის წარმოების უპირატესობებზე.
ორგანიზაცია AAH მხარდაჭერით მიმდინარე პიროვნული განვითარების პროგრამის მიზანია, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიზნით მათი ჩართულობის გაზრდა ინტეგრაციულ პროცესებში, მხარდაჭერის უზრუნველყოფა კონკრეტული უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, დასახული მიზნების მიღწევასა და დასაქმებაში.