აჭარის რეგიონში მიმდინარე პიროვნული განვითარებისა და რბილი უნარების გაძლიერების პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 16, 2024

16.05.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აჭარის რეგიონში მიმდინარე პიროვნული განვითარებისა და რბილი უნარების გაძლიერების პროგრამის მონაწილეებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშილმა, ,,საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობის გაზრდისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის წარმომადგენლებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან გამკლავების მეთოდებსა და საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციის წარმოების უპირატესობებზე.

აღსანიშნავია, რომ პიროვნული განვითარების პროგრამის მიზანია მოწყვლადი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ინტეგრაციულ პროცესებში, მათი მხარდაჭერა კონკრეტული უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, დასახული მიზნების მიღწევასა და დასაქმებაში.