ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 16, 2022

16.10.22 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები განიხილა.
შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.