ადგილობრივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 26, 2022

26.06.22 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ოზურგეთის ოფისში, ადგილობრივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებზე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში მედიაწიგნიერების როლზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.