ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარების პირველი ციკლი დასრულდა
ნოემბერი 27, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარები ჩატარდა.
ლექციების ციკლი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის საქართველო- ნატოს თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა 300-ზე მეტი მონაწილისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე 6 ლექცია ჩაატარა. ონლაინ შეხვედრებზე მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
სემინარების ციკლი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.