ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 3, 2022
03.10.22 – ადიგენი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-ს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებზე, მიზნებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმებსა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.