ადიგენის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 26, 2022

26.08.22 – ადიგენი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და მასთან ბრძოლის გზები განიხილა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.