ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 7, 2023
07.04.23 – სოფელი ხევაშენი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგებთან და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-საქართველოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებები და მიზნები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.