ადიგენის სკოლების პედაგოგებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 26, 2023
26.09.23 – დაბა ადიგენი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დაბა ადიგენის ახალგაზრდული ცენტრის ოფისში ადიგენის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ცენტრის მიზნებზე, ამოცანებსა და მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა თამარ ჭითანავამ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ღია კარის პოლიტიკას, ნატოს სამხედრო მისიებს, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და გაწევრიანებისთვის საჭირო პრაქტიკულ მექანიზმებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.