ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელ ღების ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 13, 2023

13.07.23 – სოფელი ღები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ონის მთავარი ბიბლიოთეკის ერთობლივი თანამშრომლობით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების ბიბლიოთეკაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟიორთან თინათინ გოგობერიშვილთან ერთად, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს მონაწილეთა კითხვებს და ცენტრის თემატური ლიტერატურა გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.