აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
თებერვალი 4, 2022
04.02.22 – ხონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ხონის N4 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-ს შექმნის ისტორიასა და ევროკავშირთან დაახლოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.