აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 5, 2022

05.05.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე.

ამასთანავე მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, ასევე, საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს სტაჟიორმა კოჩა ჩანგელიამ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.