აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 16, 2022

16.02.22 – სენაკი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატო-ს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობაზე, აგრეთვე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძლის გზებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებს, რეგულაციებსა და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებს. მომხსენებელმა მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.