აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
დეკემბერი 21, 2021
21.12.21 – თბილისი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობების საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერასა და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორებმა ირაკლი მალანიამ და თეა კუჭუხიძემ დეტალურად განიხილეს აშშ-ში სწავლის შესაძლებლობები და ის კონკრეტული გაცვლითი პროგრამები, რომლებში სტუდენტების მონაწილეობა არის ხელმისაწვდომი.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.