აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 9, 2022

09.06.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამას.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე.
ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, ასევე, საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის სტაჟიორმა კოჩა ჩანგელიამ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებსა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.