აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 15, 2023
15.06.23 – სენაკი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, შეხვედრაზე საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკა, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეები და სამომავლო პერსპექტივები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე. ასევე, ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
შეხვედრაზე მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.