აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 4, 2024
04.04.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
ცენტრის სტაჟიორმა ლუკა მესხმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.