აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

მარტი 20, 2024

20.03.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრი სტაჟიორმა იმერეთის რეგიონში ლუკა მესხმა შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. მან ასევე წარადგინა პრეზენტაცია ევროკავშირის შექმნის ისტორიის, გაწევრიანების ეტაპებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სამაგიდე თამაში ითამაშეს, რომელსაც მენტორობას ცენტრის სტაჟიორთან ერთად მოხალისეები უწევდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.