ახალციხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 8, 2021
08.11.21 – დაბა ვალე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალის N3 საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები, ანტიდასავლურ პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები განიხილა. შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.