ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 20, 2022

20.04.22 – ახალციხე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმდინარე მოვლენებსა და თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.