ახალციხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 1, 2021

01.11.21 – სოფელი ანდრიაწმინდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.