ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 15, 2021
15.04.21- სოფელი მუსხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუსხის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.