ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 1, 2022

01.10.22 – ახალციხე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები განიხილა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.