ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 21, 2021

21.04.21- სოფელი წინუბანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ უფროსკლასელებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, პერსპექტივებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.