ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 19, 2022
19.04.22 – ახალციხე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლებსა და ცენტრის მსმენელებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, მიმდინარე მოვლენები და თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განიხილა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა გაუწია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.