ახალდაბაში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 1, 2024
01.04.24 – ახალდაბა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალდაბის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია და გაფართოების ეტაპები გააცნო. ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელმა ჭაბუკი ჭეიშვილმა, ახალგაზრდებს სამაგიდე თამაში EU&NATO გააცნო.