ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროგრამის ფარგლებში გენდერულ საკითხებზე გამართული ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 23, 2023
23.03.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის პროგრამით გენდერულ საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაში „ქალთა მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“ ჩაერთო.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროკავშირის იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებზეც არის დაფუძნებული ორგანიზაცია, კერძოდ: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ასევე, ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, პრიორიტეტები და ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობები გააცნო და სამომავლოდ, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებისთვის მზაობა გამოთქვა.
ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები გადაეცათ.